გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა
17-07-2018, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

 


შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სექტორული ურთიერთობების განვითარებას. პრეზიდენტი მიესალმა ყირგიზეთის პრემიერის პირველ ვიზიტს საქართველოში, და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში.

 


მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

 


მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საერთაშორისო პროექტები და საქართველოსა და ყირგიზეთს ეკონომიკური პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

 


განიხილეს პროექტის “ლაპის ლაზური” მნიშვნელობა, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი