ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პორკურატურაში მივიდა. როგორც თავად სარალიძე ამბობს, მან დღეს უნდა მიიღოს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, თუმცა ამჯერად ყველა კითხვას არ ასაჯაროვებს ერთი კითხვის გარდა, თუ რატომ უსმენდა პროკურატურა ზაზა სარალიძეს და მის მეუღლეს? სარალიძის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს პროკურატურა 1-ლი დეკემბრიდან უსმენდა.
„7 ივლისს, მაშინ, როდესაც ვიყავი აქ მოსული კომენტარი არ გამიკეთებია. 10 დღის ვადა ითხოვეს, რათა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ, დღეს გავიდა 10 დღე და მოვედი. ისევ შევხვდები იმ პირებს ალბათ, ვინც წინა შეხვედრაზე იყვნენ. რა კითხვებიც წინა შეხვედრაზე დავსვი, ზუსტად იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხები, ამ კითხვების დასახელებისგან ამჯერად შევიკავებ თავს, მაგრამ ერთი რამე უნდა აღვნიშნო - პირველ დეკემბერს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არც ერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და არც ერთის სატელეფონო საუბარი არ იყო მოსმენაზე აყვანილი. როგორც გავარკვიე, თურმე მე და ჩემს მეუღლეს გვისმენდნენ და რატომ გვისმენდნენ ზუსტად ამ შეკითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი. რომელ პროკურორს მოუვიდა თავში აზრად, რომ მე და ჩემი მეუღლისთვის მოესმინათ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.