კიმ ჩენ ინმა ეკონომიკური პროექტების დაყოვნების გამო, მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები უჩვეულო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა
17-07-2018, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ეკონომიკური პროექტების დაყოვნების გამო, უჩვეულო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მისი ხელისუფლების ოფიციალური პირები.

 


როგორც BBC იუწყება, ქვეყნის ლიდერები ქარხნებში სტუმრობისას ჩვეულებისამებრ აქებენ ოფიციალურ პირებს, მაგრამ ამჯერად, სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ფრიად უკმაყოფილო იყო იმ პროექტების განხორციელების მხრივ, რომელთა მშენებლობა საკმაოდ დიიდ ხნის წინ დაიწყო და ჯერაც არ არის დასრულებული.

 


კიმმა ჩინეთის მოსაზღვრე პროვინცია ჰამგიონგში მდებარე 4 მშენებარე ობიექტზე მოაწყო ინსპექტირება და როგორც სახელმწიფო მედია იტყობინება, ორანგჩონის ელექტროენერგიის გამომმუშავებელ ქარხანაში ყოფნისას მან დაიჩივლა, რომ მას შემდეგ რაც 17 წლის წინ მისი მშენებლობა დაიწყო, სამუშაოების მხოლოდ 70% იყო დასრულებული.

 


ქალაქ იომბუნჯინის სასტუმროში მან უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ მშენებლობა 6 წელია მიმდინარეობს და პროექტი ჯერაც არ არის დასრულებული.

 

 

 


ონფოს საკურორტო ზონაში ვიზიტისას კი ქვეყნის ლიდერმა შენიშნა, რომ აბაზანები „ჭუჭყიანი, არაკომფორტული “ იყო და „ანტისანიტარიის“ ბუდედ იყო ქცეული, იტყობინება BBC ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალულ სააგენტოზე დაყრდნობით.

 


ჩანთების ქარხანაში ყოფნისას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ პარტიის პროვინციული კომიტეტი „ზედაპირულად მუშაობს“.

 


როგორც BBC წერს, ამ ნაბიჯებით კიმ ჩენ ინი ძალზე დიდ მოწადინებას ავლენს იმისას, რომ შეიქმნას ეკონომიკური რეფორმების ლიდერის იმიჯი, როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. მან 2011 წელს, როდესაც ძალაუფლება აიღო ხელში, ხალხს პირობა მისცა, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდებოდა და იგი განახორციელებდა რეფორმებს ეკონომიკის განსავითარებლად, ისევე როგორც ჩამოაყალიბებდა მის ქვეყანას ბირთვულ სახელმწიფოდ.

 


ახლა კი, როცა მან გამოაცხადა, რომ ბირთვული პროგრამა დასრულებულია, იგი ცდილობს აჩვენოს ჩრდილო კორეელებს, რომ ეკონომიკური რეფორმების გატარების პირობას ასრულებს. ის ასევე ნებისმიერი უკმაყოფილების, რომელიც განუხორციელებელ ან ნაწილობრივ განხორციელებულ და წარუმატებელ პროექტებს უკავშირდება, ცენტრალური ხელმძღვანელობის ნაცვლად, პარტიის ადგილობრივი ოფიციალური პირებისკენ გადამისამართებას ახდენს.

 

 

იგი ძალზე მოწადინებულია, რომ ეს უცხოურმა მედიამაც ნახოს. ჩრდილოეთ კორეა ცდილობს, რომ უკუაგდოს ვარაუდები იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია ბირთვული განიარაღების განზრახვა. თუმცაღა, მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს სინგაპურში შეხვდა, ბირთვული განიარაღების მხრივ ძალიან მცირე პროგრესია.

 


ბოლოდროინდელი მრავალფეროვანი და საჯარო გამოჩენა საშუალებას აძლევს კიმ ჩენ ინს ამტკიცოს, რომ იგი ძალზე მძლავრად არის ფოკუსირებული ეკონომიკაზე და არა ბირთვული იარაღის შექმნაზე.

 


კიმის მშენებარე ობიექტებზე ვიზიტის გაშუქებას ადგილობრივმა გაზეთმა „როდონგ სინმუნმა“ მთელი 9 გვერდი მიუძღვნა.

 


„ჩვეულებისამებრ, მსგავსი რაღაცები არ კეთდება ღია პრესაში, რომელიც უმრავლეს შემთხვევებში ინარჩუნებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც შესანიშნავი ქვეყნის იმიჯს“, უთხრა BBC-ის NK News-ის ანალიტიკოსმა ფიოდორ ტერტიტსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი