„უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ბაგრატის ტაძრის ეზოში, სადაც 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღარასოდეს მოვა პოლიტიკაში, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილოს.
მსოფლიო ბანი მიიჩნევს, რომ „ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის შანსი შევცვალოთ რეალობა“.
„დღეს მე აქ ვარ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმიჯს, ესროლეს საქართველოს რეპუტაციას, ესროლეს ადამიანის უფლებებს. დღეს აღარავინ არის დაცული უსამართლობისაგან, ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს, უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება. დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული.
„უნდა დასრულდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფა. უნდა დასრულდეს, რაც მთავარია, ბატონებო და ქალბატონებო, ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწარაფად“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.