წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართული თათბირის მთავარი თემა ბოლო პერიოდში გააქტიურებული ვირუსული დაავადებების პრევენციის ზომების მიღება იყო.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მმართველმა მარინა ტყეშელეშვილმა შეკრებილებს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსული დაავადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ამ მიმართულებით პრევენციული ზომების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და სპეციალური ბროშურები დაურიგა.
ასევე განიხილეს 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დაწყებული სამუშაოების, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და სხვა მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 23-27 ივლისს, სპორტის სასახლეში გაიმართება სულიკო ნიქაბაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც სასურველია აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის სოფლების გუნდები.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.