თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ.
“მოძრაობა გახსნილია ასევე კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებით, რომელიც მოდის თამარ მეფის ხიდიდან და მიდის საბურთალოს მიმართულებით. შემდგომში დაიტვირთვება სატრანპორტო კვანძის 80-90%. ესტაკადების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება”, – განცხადა ქუმსიშვილმა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით კი, ეტაპობრივად დაიწყება გმირთა მოედნის ესტაკადის გახსნაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.