წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, წყალტუბოში კამპანია „ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი” იწყება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ივანეიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის გალამაზებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, პროექტის თანახმად მოქალაქეებს, რომლებსაც ქალაქის ტერიტორიაზე გააჩნიათ კერძო საკუთრება (მაღაზია, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა) შესაძლებლობა ეძლევათ მუნიციპალიტეტის დახმარებით მოაწესრიგონ თავიანთი ობიექტი და მიმდებარე ტერიტორია.
„მესაკუთრეთა დაინტერესებისა და ჩართულობის შემთხვევაში, მათ დაეხმარებათ ადგილობრივი თვითმმართველობა.
აღნიშნული იდეა მოწონებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის მიერ", ნათქვამია წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.