ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
გიორგი ჩერქეზიშვილმა იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს 5 პროცენტს მიაღწია, ხოლო ბოლო წლების მაქსიმუმი 2018 წლის მაისში დაფიქსირდა და 7,5 პროცენტი შეადგინა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია და პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ პოზიციებზე საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებსა და სუვერენული სარეიტინგო სააგენტოების კვლევებში.
გიორგი ჩერქეზიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ზრდა და სიღარიბის შემცირებისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნა წარმოადგენს. იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა დეტალური ცნობები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან. მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქვს, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ.
პრეზენტაცია ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ბიზნეს სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. მასში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.