ვიდეო: უკრაინაში საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლება „Sea Breeze 2018“-ის პირველი აქტიური ფაზა დასრულდა
18-07-2018, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლება „Sea Breeze 2018“-ის პირველი აქტიური ფაზა დასრულდა. სწავლების პირველი ფაზის დასრულება ქ.ოდესის ოფიცერთა სახლში სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს. ამ დროისთვის სწავლების ფარგლებში 135 -ი საბრძოლო გაფრენა და 20-ზე მეტი საზღვაო გასვლა განხორციელდა. ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

 

 

უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლებს მათ შორის საქართველოდან სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ქ.ოდესაში აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე ჩართულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე. ქ. ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ, დანიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები.

 

 

 

 

სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით.

 


უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და ის 22 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი