ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან, პროკურატურაში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, ის 20 დღის წინ გამოკითხეს. როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, გამოძიების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ქუმსიშვილი გამოთქვამს მზაობას, საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხოს.
„პროკურატურაში გახლდით, ალბათ, სადღაც 20 დღის წინ, ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა, რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ის საკითხებიც, რომლებიც ჩემი მინისტრობის დროს იყო გადაგზავნილი პროკურატურში. ყველა კითხვა, რაც ჩემს მიმართ იყო დასმული, ყველეფერზე ამომწურავი პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია. დანარჩენთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებას რა კითხვებიც ექნება, გავცემ პასუხებს - დასამალი არაფერი არ მაქვს. კარიერის განმავლობაში, მგონია, რომ ღირსეულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ასეც ვაპირებ რომ გავაგრძელო ცხოვრება. საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, განაცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს, გუშინ, 17 ივლისს გავვრცელდა.
ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.