საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი, მიხეილ უჯმაჯურიძე და დეპრტამენტის წარმომადგენლები, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე, დღეს, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, იმერეთის რეგიონში იწყება E60 მაგისტრალის F2 მონაკვეთის - ხევი-უბისას 12 კმ-იან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება 35 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 13 გვირაბის მოწყობა.
დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ დეტალებზე ესაუბრნენ, რაც განსახლების პროცესში უმთავრესია და ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. საუბარია მიწებისა და საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციაზე. გაიცა რეკომენდაციები, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
დღესვე შეხვედრები გაიმართა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.