დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდის „ვერც ერთ სიმპტომს“ ვერ ატყობს
18-07-2018, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსაზრებას, რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდა მიმდინარეობს, ამის შესახებ მე ვერც ერთ სიმპტომს ვერ ვატყობ მართალი გითხრათ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ორი მინისტრის მთავარ პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

სერგეენკოს თქმით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით ვრცელდება.

 

 

„რაც შეეხება ქუმსიშვილი-ალავიძის დაბარებას, მე ამის შესახებ ვიცი ის, რასაც მედიიდან ვიგებ და როგორც ბატონმა დიმიტრიმ განაცხადა, იყო საკითხები, მათ შორის ისეთიც, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში მისმა სამსახურმავე გადასცა პროკურატურას შესასწავლად. ასეთი თანამშრომლობა გეგმიურია. ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს რიგი საკითხები, რომლის შესწავლაც უთხოვია სხვადასხვა უწყებებისთვის.

 


მე არ ვარ ჩახედული ინფრასტრუქტურულ ტენდერებში და გამიჭირდება. რამდენადაც ვიცი, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული მიმართულებებზე არის კითხვები, რომლებიც საჭიროებს დაზუსტებას", განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი