საგანგებო შტაბის კოორდინაციით, გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს დილიდან საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად იხსნება მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, კოსტავასა და ვარაზისხევის მიმართულებებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაახლოებით, 03:00 საათზე დასრულდა გზის საფარის დაგება მელიქიშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე და მოიხსნა სატრანსპორტო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან, რომელიც მეწყრულ ზონაში მდებარეობს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით. მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები.
გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის. პროცესი მიმდინარეობს ორგანიზებულად.
"სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა, რაც უახლოეს ხანში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, ხოლო 7 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.