„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ქუმსიშვილი - ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გამჟღავნება ივანიშვილმა დაავალა პროკურატურას. გოცირიძის განცხადებით, ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ურჩობა ივანიშილთან არავის გაუვა.
„ისინი დაკითხეს 20 დღის წინ და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა, რადგან ამას მალავდა პროკურატურა ვერც ჟურნალისტებმა ვერ შეიტყვეს და მოულოდნელად ოფიციალური განცხადება კეთდება, პროკურატურის მხრიდან ანუ არის პირდაპირი დავალება ან პარტიიდან ან ივანიშვილისგან, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამჟღავნებული და მათზე განხორციელებულიყო საზოგადოებრივი თუ სხვა სახის წნეხი.
მთავარი პრინციპი აქ არის ის, რომ არავის ეპატიება ოდნავადაც კი ურჩობა. კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება, ეს იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, რომ თურმე მეფე შიშველია და მეფისთვისაც შეიძლება პატარა ალიყურის შემორტყმა, ამიტომ ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს მათ მიიღეს ზომები ეს არის საჩვენებელი პროცესი არავის არ დააკავებენ და არასდროს ამ ხელისუფლებაში კორუფცია არ იქნება გამოძიებული ეს უბრალოდ თითის დაქნევაა მათთვისაც და სხვებისთვისაც, რო ვერ გაბედონ დამოუკიდებლობის გამოვლენა“, განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.