ვიდეო: კახა კალაძემ რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო
18-07-2018, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახა კალაძემ რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ქაოტურ განაშენიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში.

 

 

„მე დღეს მინდა ვისაუბრო ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს დიდი დიღმის „გუდვილის“ იმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანბანის ბაღში. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაწყებულია მშენებლობა, რომელსაც დარღვეული აქვს ყველანაირი პირობები და ყველანაირი მოცულობა. დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით უამრავი საჩივარია შემოსული. ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია და მე მგონია, რომ ეს არის ის ობიექტი, რომლის დემონტაჟი უნდა გახორციელდეს იმიტომ, რომ ჩვენ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ სკვერებში, პარკებსა და სპორტულ მოედნებზე მსგავსი სიმახინჯეების მშენებლობა. ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის გახორციელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით. მინდა ეს კარგად იყოს ახსნილი და უნდა გავმიჯნოთ ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ აქ, პირიქით, ბიზნესს ხელს ვუწყობთ და ყველანაირად ვეხმარებით, რომ მოხდეს სწორი განაშენიანება, სწორი პროექტების შექმნა და რაც მთავარია, ხარისხიანი პროექტების გახორციელება და არა, ამგვარი პროექტების, სკვერებსა და სპორტული მოედნების ტერიტორიებზე გახორციელება. რა თქმა უნდა, მესაკუთრის უფლებები აქ მაქსიმალურად იქნება დაცული. თუ არის ადგილმონაცვლეობის საჭიროება, გაკეთდება. თუმცა, ამ პროექტის განხორციელება ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მიუღებელია“, განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

 

 

თბილისის რეკრეაციულ ზონაში, ქართული ანბანის ძეგლის გასწვრივ, უკანონო მშენებლობის მიმდინარეობაზე GUARDIAN.GE 2018 წლის მარტში წერდა და მიმართავდა დედაქალაქის მერიას, რომ ერთხელ მაინც დაეშვა იმის პრეცედენტი, რომ რეკრეაციულ ზონაში უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მოეხდინა.

 

 

GUARDIAN.GE-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან რამდენიმე დღეში უკანონო მშენებლობის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა და თბილისის მერიას ანალოგიური მოთხოვნით მიმართა.

 

 

GUARDIAN.GE-მ აღნიშნული მშენებლობის ფოტომასალა მარტში წარმოადგინა და მიმართა თბილისის მერიას, რომ რეკრეაციულ ზონაში, ქართული ანბანის ძეგლის გასწვრივ მშენებარე უსახური შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელზეც მოქალაქეებმა თავისი დამოკიდებულება წარწერით - „ნუ ამახინჯებთ ქალაქს“ - გამოხატეს, შესაბამისი რეაგირება მოეხდინა და ერთხელ მაინც დაეშვა უკანონო მშენებლობის დემონტაჟის პრეცედენტი, რადგან რეკრეაციული ზონისთვის თვალის ერთი გადავლებითაც კი აშკარა იყო, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც მრავალწლოვანი ნარგავების დიდი ნაწილი ნარმანიას მერობისას დაირგო, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვაც სავარაუდოდ, მისი მერობის ბოლო თვეებში გაიცა, არანაირი შენობა-ნაგებობის განთავსება არ იყო მიზანშეწონილი და მერიის ნებისმიერი ე.წ. ნებართვა, რომელიც კომპანიას შეიძლება ჰქონოდა და რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა მშენებლობა, აშკარად უკანონოდ უნდა ყოფილიყო გაცემული.

 


4 თვის თავზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, კალაძემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკანონოა და მისი დემონტაჟი განხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი