თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც დედაქალაქში ამა თუ იმ ინფრასტრუქტრული პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ და რომელთაც კონტრაქტის მიხედვით 24-საათიან რეჟიმში მუშაობა ევალებათ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ ვარკეთილის ხიდის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და მშენებელ კომპანიაზე თქვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ ასრულებს.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანია, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონტრაქტორი კომპანიები რომ განახორციელონ სამუშაოები, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და რაც მთავარია, ხარისხიანად. გვაქვს გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით - მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კონტრაქტორს ხელშეკრულებაში უწერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობა და ეს იქ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს იმიტომ, რომ არ არის დასახლებული რაიონი და ღამე მუშაობა ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანებს. გუშინწინ, ღამის 2-ის, 3-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც შემოვლაზე ვიყავი, ერთი ადამიანი არ მუშაობდა ღამე ამ ობიექტზე", განაცხადა კალაძემ, რომელმაც ვითარების გარკვევა ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.
„მინდა, რომ დაიბაროთ თქვენ ეს კონკრეტული კომპანია და მოთხოვოთ, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა რაც არის. თუ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იმუშაონ იმ ტემპში, რა ტემპიც გვაქვს ჩვენ მოთხოვნილი და იმ ხარისხით, რაც არის ჩვენგან მოთხოვნილი, მაშინ თავი დაგვანებონ და დაანებონ ქალაქსაც თავი. ჩვენ გვჭირდება დღეს სხვა ტემპი და გვჭირდება ხარისხი. შესაბამისად, ყველა კომპანიას მოსთხოვეთ, რომ ეს არის ჩვენთვის პრინციპი და პრინციპული მიდგომები იქნება ამასთან დაკავშირებით", მიმართა კალაძემ ვიცე მერს.
დღესვე, კახა კალაძემ დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ქაოტურ განაშენიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.