ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა.
თათბირს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე დაესწრნენ.
„შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
უახლოეს დღეებში სოფლებში დაიწყება სიმინდის ყანების შეწამვლა - პირველ ეტაპზე შეიწამლება სიმწიფის ფაზაში (ტაროს ჩამოყალიბების პროცესში) მყოფი სიმინდი,
საბოლოო ჯამში კი, შეიწამლება მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სიმინდის ყველა ფართობი.
პარალელურად, ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. შეწამვლითი სამუშაოები, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ზარალი.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბში შექმნილია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომლის წევრებიც სოფლებში, ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას.
ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - საპრასიაში, უხუთსა და გადიდში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო აზიური ფაროსანას გავრცელების კუთხით, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერი მანანა კერესელიძე ჩავა, რომელიც პირადად ადგილზე შეისწავლის ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას.
მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ტრადიციულად ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელიფუფლების კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.