სოზარ სუბარის განცხადებით, ის, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე „20 დღის წინ დაიბარეს გამოკითხვაზე - ეს არ არის 21 დღის წინ დაწყებული საქმეები“
18-07-2018, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ორი მინისტრის, მისი თანაგუნდელების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით ვარაუდობს, რომ შეკითხვები საგამოძიებო ორგანოს დიდი ხანია აქვს და გამოძიება მათი გამოკითხვაზე დაბარებით არ დაწყებულა.

 

 

სუბარის თქმით, შეკითხვების დასმის შემდეგ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ან გამოიკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, გამოძიება დაადგენს.

 

 

„ჩვენ ვმუშაობდით ერთად. მრავალი წლის განმავლობაში, ვაკეთებდით ერთ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმეები იყო ქვეყნისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის სასიკეთო. თუმცა, არ გამოირიცხება, რომ ასეთ დროს გარკვეული კითხვები გაჩნდეს და ამ კითხვებზე პასუხისგაცემა, ბუნებრივია, ყველას მოვალეობაა. იმისთვის არსებობს საგამოძიებო ორგანოები, რომ კითხვები დასვან. როდესაც 20 დღის წინ დაიბარეს ადამიანები გამოკითხვაზე, ეს არ არის 21 დღის წინ დაწყებული საქმეები, სავარაუდოდ, ეს კითხვები არსებობდა დიდი ხანია, მიდიოდა მუშაობა. ამ კითხვებზე ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, გამოიკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, ამას გამოძიება დაადგენს", განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი