საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს თავად ჯანელიძემ განუცხადა.
„ცენტრი დაფუძნდება საქართველოში, თუმცა ვფიქრობ, ექნება საერთაშორისო აქტივობებიც. დეტალებს ვერ მოგიყვებით იმიტომ, რომ კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. იდეა არის, რომ ცენტრმა იმუშაოს საკონსულტაციო ანალიტიკური მიმართულებით, ევროპული რეფორმების, მმართველობის, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე და ასევე, ცენტრმა შეძლოს დახმარების გაწევა როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის და ბიზნესისთვის", უთხრა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.