საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.
ამერიკელი გენერლის საქართველოში ვიზიტის მიზანი ფოთის პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობაა, ვინაიდან სწორედ ფოთის პორტში საზღვაო გზით შემოდის საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას თქმით, წელს დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობისთვის ფოთის პორტში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოდის.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.