„რაღაცაზე ამბობთ - არ მახსოვს, მაგრამ იმავდროულად, გახსოვთ, რომ ეს იყო 18 დეკემბერი, ნიკოლოზობა თენდებოდა“ - ხათუნა გოგორიშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე ტყუილის თქმაში დაადანაშაულა
18-07-2018, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეთერთმეტე სხდომა გამართა.

 

 

კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ნინო კვიწინაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

 

 

გამოკითხვის დროს, კომისიის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, წითელი ავტომობილის მძღოლი ნიკოლოზ იორდანიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დროს იმყოფებოდა, ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.

 

 

„ტყუილს ამბობთ, რაც აქ ზიხართ ბატონო ნიკოლოზ. ტყუილს, ერთი მარტივი მიზეზის გამო შემიძლია გითხრათ, რომ ამბობთ. პირველი, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ამბობთ, რომ არ მახსოვს, მაგრამ იმავდროულად, გახსოვთ, რომ ეს იყო 18 დეკემბერი, ნიკოლოზობა თენდებოდა, ვის ოფისში მიდიოდით. ადამიანს მეხსიერება ან აქვს დეტალური, ან არ აქვს. არ შეიძლება, რომ რაღაცებზე ქონდეს, რაღაცებზე არ ქონდეს. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ახლავე შემიძლია დაგიფიქსიროთ. თქვენ თავიდან იძახდით, მანქანაში რომ იჯექით, არაფერი გაგიგიათ, არანაირი ხმაური, და მერე გვეუბნებით, რომ 112-ში იმიტომ არ დარეკეთ, რომ წივილ-კივილი უკვე ატეხილი იყო მეზობლების,“ მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა მოწმეს.

 

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღესვე არასრულწლოვნების გამოკითხვას ჩაატარებს.

 


კომისიის შემდეგ სხდომაზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება, პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი