საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა სომხეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ტიგრან ჰოვანესიანს უწყებაში უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა სომეხ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში სომხური მხარის ჩართულობასაც.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.