აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია „იბერიას“ ახალ ამბებში პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის წარდგენაზე ისაუბრა. ახვლედიანმა პრეზიდენტს უსუსური უწოდა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი, მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა.
„პრეზიდენტმა გამოიჩინა წარმოუდგენელი უსუსურობა. სამარცხვინოა მისი საქციელი, მეტი რომ არ ვთქვა. მე მერიდება ახლა ბატონ გიორგიზე ასე რომ ვსაუბრობ და აქვე მინდა მკაფიოდ განვმარტო, საუბარი იმაზე არ არის, მე წარმადგენდა თუ არ წარმადგენდა, აქ საუბარია იმაზე, მოახერხებდა თუ არა პრეზიდენტი ამ თავის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გაეთვალისწინებინა საზოგადოების დღის წესრიგი. მან ეს ვერ მოახერხა და დაუშვა მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „იბერიას“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.