თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო პირველ სხდომაზე შეიკრიბა
18-07-2018, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის და 86I მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მერის ბრძანებით შეიქმნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

 

 

საბჭო დამტკიცდა 13 წევრის - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლების შემადგენლობით, თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მდივნად მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი განისაზღვრა. 

 


საბჭო არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საბჭოს მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, მოსახლეობასა და მერს შორის მჭიდრო ურთიერთ კავშირისა და მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის უზრუნველყოფაა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი