პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16-06-2015, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.


პროკურატურა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანციამ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება.


ე.წ. "კაბელების საქმეზე", 2015 წლის 8 ივნისს პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნობილი იქნა დაუშვებლად.


"2015 წლის 15 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ: 1) ბრალდების შესახებ დადგენილებები დასაშვები მტკიცებულებებია, რადგან მათი შედგენისა და საქმეზე პროცესუალურად დამაგრების დროს კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები არ დაეშვა საქმის არსებით განხილვაზე, არის მიუღებელი, მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი, შუალედური და უკანონო. საქართველოს საერთო სასამართლოების მასშტაბით, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ მოსამართლეს არ მიუღია წინასასამართლო სხდომაზე და ამ მხრივ 2015 წლის 5 ივნისის განჩინება უპრეცედენტოა. 2) სასაქონლო ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ " არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ დასკვნებს", თითქოსდა ექსპერტს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, ვინაიდან იგი მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს როგორც ზოგადად ექსპერტის უფლება-მოვალეობების, ისე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად ექსპერტის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას სრული უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა, ინფორმაცია და მისი მხრიდან სრულად იქნა დაცული "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებიც.


ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, "ავთენტიკურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს" მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


საგამოძიები უწყებაში აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული მსჯელობების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სცნო დასაშვებ მტკიცებულებად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი