სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
19-07-2018, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.

 

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან სანიაღვრე არხის კოლექტორის, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

 

 

„პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

საბარგო სადგურის დასახლებაში ბორჯომის, აღმაშენებლის, აბასთუმნის, ჭონქაძის, გიორგი ბრწყინვალესა და ტაბიძეს ქუჩების სარეაბილიტაციო, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. ასევე, დასახლებაში საკანალიზაციო ქსელიც ეწყობა. ქსელის ძირითადი ნაწილი უკვე გაკეთებულია.

 

 

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ტატანისის, სვირის, ბოგის და ზიკილიის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.

 

 

სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 343 ლარით დაფინანსდა. მასში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება.

 

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელებს მოემსახურება.

 

 

აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ", აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი