დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ TV პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ მისი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ქართულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება რა ფასად დაუჯდება, ამას მომავალი აჩვენებს, რადგან პარტიის გარეთ კობახიძეზე ბევრად მეტი მხარდამჭერი მყავს, განაცხადა ჭიჭინაძემ.
„პარლამენტის თავმჯდომარეს პარტიის შიგნით თუ მეტი მხარდამჭერი ყავს, მე გარეთ უფრო მეტი მყავს, ვიდრე კობახიძეს, ამიტომ ეს პარტიას რად დაუჯდება, ამას მომავალი გვიჩვენებს და მსგავსი გადაწყვეტილებებით ესენი წარმატებას ვერ მოუტანენ ვერც საკუთარ თავებს და ვერც პოლიტიკურ გუნდს. კვირიკაშვილს რომ არ დაეჭირა მხარი კობახიძისთვის, ის მხარდაჭერას ვერავისგან მოიპოვებდა. კობახიძე ვინ იყო? ძირითადად იყო 2 ადამიანი - კალაძე და კვირიკაშვილი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ყველაზე მთავარი იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. რაც მათ კვირიკაშვილს ტალახი ესროლეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასცდება, მაგრამ ვინც ესროლა, მათ ტალახიანი ხელი დარჩებათ“, განაცხადა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ასევე აღნიშნავს, რომ ის თავისუფალი ადამიანია და თავის დროზე მის „ქართულ ოცნებაში“ შესვლასაც ბევრი ეწინააღმდეგებოდა.
„მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ სკოლიდანაც გამრიცხეს, სხვათა შორის, კომკავშირის ბილეთთან უდიერად მოპყრობის გამო. თავისუფლება ბავშვობიდან მიყვარდა და ამიტომ ბევრმა იცოდა ჩემი ხასიათი და ეწინააღმდეგებოდა ჩემს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.