„ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თავის თანაგუნდელს, გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლას ურჩევს. ქუცნაშვილის თქმით, თუ ადამიანი იმ გუნდს, რომელშიც არის კომუნისტების გაერთიანებას უწოდებს, ის იმ გუნდში არ უნდა გაჩერდეს.
„მე არ გავჩერდებოდი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც ვუწოდებდი კომუნისტების გაერთიანებას, ეს იქნება ჩემი პასუხი გედევან ფოფხაძისადმი. მე მგონია, რომ გარკვეული ჯგუფი ცდილობს გარიცხვით თავსი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს“, აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა და განაცხდა, რომ შეუძლიათ პარტიას „კომკავშირი“ უწოდონ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ზაქარია ქუცნაშვილის რჩევა.
„შეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.