მთიან რეგიონებში განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19-07-2018, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლიტვის ბიომასის ასოციაციისა და შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე „განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს მთიან რეგიონებში“.

 

 

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გახსნა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად.

 


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ლიტვა-საქართველოს ბიომასის ასოციაციებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა საქართველოში საუბნე გამათბობელი სისტემების შესაძლებლობების დემონსტრირების შესახებ.


პროექტი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა, მიმდინარეობს საპილოტე პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა. საპილოტე პროექტი „ქ. ბორჯომში განახლებადი წყაროების ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ჩართულობით საუბნო გამათბობელი სისტემის ორგანიზება“ სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პრინციპებით განხორციელდება.



ლიტვური კომპანია „ენერსტენას“ და შპს „ახალი ტექნოლოგიების“ ცენტრის მიერ განხორციელდა კონცეპტუალური პროექტირება და მიზანშეწონილობის ანალიზი. მიმდინარეობს ტექნიკური პროექტირება, რომელიც დასრულების სტადიაშია. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა.



შეხვედრაზე განიხილულ იქნა მიზანშეწონილობის ანალიზის შუალედური შედეგები, გაანალიზდა ბარიერები და ხელშემწყობი პირობები, გაიმართა დისკუსია პროექტის კომერციული მიზანშეწონილობის მიღწევის მიზნით.


პროექტის პარტნიორები არიან სამცხე-ჯავახეთის მხარე, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, შპს „პარკ ჰოტელი“, მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი