თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დავით გოგბერაშვილი, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ჩუბინიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გოდერძი თურქაძე საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, გრეიდერით გზის დაპროფილება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ დაათვალიერა სამუშაოები, რომლებიც ოპერატიულად ჩატარდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამოყენებით, და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.
გოგბერაშვილების უბანში შიდა საუბნო გზის მოწესრიგება მოსახლეობამ მოითხოვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას, 13 ივლისს, პარასკევს საზანოს საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.