საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი „ქართული ოცნებიდან" გარიცხულ დავით ჭიჭინაძეს რიტორიკას უწუნებს და ამბობს, რომ განცხადებები, რომელსაც ჭიჭინაძე აკეთებდა, არა კრიტიკული, არამედ შეურაცხმყოფელი იყო.
როგორც GUARDIAN.GE-ს ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, ჭიჭინაძეს თუ რამე არ მოსწონდა, განცხადებები გაცილებით ადრე და გუნდის შიგნით უნდა გაეკეთებინა.
„დავით ჭიჭინაძე წავიდა გუნდიდან არა განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამო, არამედ, იმის გამო, რომ მისი განცხადებები გადადიოდა შეურაცხყოფაში და იყო არაკორექტული, რაც ნამდვილად არაგულწრფელია. ჭიჭინაძეს თუ რამე არ მოსწონდა, შეეძლო აქამდე გაეკეთებინა განცხადებები, ახლა რომ ალაპარაკდა. მე პირიქით, მივესალმები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი ან დამოკიდებულება აქვთ, თუმცა, ეს უნდა იყოს საფუძვლიანი. გადაწყვეტილება ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ პარტიის სამდივნომ მიიღო და ბუნებრივია, ამაში სხვა არავინ ჩარეულა", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ცოტნე ზურაბიანმა.
შეკითხვაზე, შექმნილ მდგომარეობაში, რიოდესაც დავით ჭიჭინაძეს პარტიიდან გარიცხვასთან „ქართული ოცნებში" არის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური დამოკიდებულება, ხომ არ გაქვთ მოლოდინი დეპუტატების ნაწილის მიერ პარტიის ნებაყოფლობით დატოვების, ან სამდივნოს გადაწყვეტილებით მათი გარიცხვის შესახებ, ზურაბიანმა განაცხადა:
„თუ ვინმეს ჭიჭინაძის გარიცხვასთან, პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებასთან შეკითხვები აქვს, ყველას შეუძლია დასვას ეს შეკითხვები. რაც შეეხება მოლოდინს, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.