„დავით ჭიჭინაძეს აქ ჰქონდა არანაირი პრობლემა თავისი აზრის დაფიქსირების როგორც უმრავლესობაში, ისე პარტიაში“, განაცხადა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ, რომლის თქმითაც, ჭიჭინაძემ თანაგუნდელებთან სასაუბროდ არასწორი ფორმა აარჩია, არადა, აუცილებელია პარტიული დისციპლინის დაცვა.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო მისგან საჯარო სივრცეში პიროვნებებზე შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამით ისე წარმოჩენა საკითხის, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ბუნებრივია ყველა პარტიას აქვს თავისი დისციპლინა და აუცილებელია ამისი დაცვა. ჩვენ კონსერვატორებსაც გვაქვს ჩვენი წესდება. ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებულ არ არის. ალბათ უმჯობესი იქნებოდა დავითს უფრო სხვა ფორმა აერჩია. პარტიის შიგნიდან უფრო აქტიურად შეეძლო მას მისი საკუთარი პოზიციის ლობირებაც და გამოხატვაც.
როდესაც ადამიანი არის პარტიაში, მან ჯერ თავისი პოზიცია და რესურსი იქ უნდა ამოწუროს და თუ ის ხედავს, რომ მისი ადგილი იქ არ არის, თვითონ უნდა დატოვოს ის ადგილი. პიროვნული შეურაცხყოფის საჯარო სივრცეში მიყენება არამგონია რაიმე პოზიციონერობას ნიშნავდეს და ვინმესთვის მისაღები იყოს. როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახის წევრები შიგნით კამათობდნენ და გარეთ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს არ არის ლამაზი და მისაღები. მერწმუნეთ, რომ უმრავლესობაში ბევრად უფრო მწვავე კამათიც მიდის ხოლმე და მეც არაერთხელ მქონია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და ამასთან დაკავშირებით შეზღუდული არავისგან არ ვყოფილვარ. თუ შენთვის მიუღებელია რაღაც, შენ თვითონ უნდა დატოვო ის ადგილი. მისი ეს საქციელი არ იყო კომუნიკაციის სწორი ფორმა",- განაცხადა გიგა ბუკიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.