საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, II ქვეითი ბრიგადის კაპრალის, ოთარ ელგუჯას ძე კალმახელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს. კაპრალი ოთარ კალმახელიძე 14 ივლისს გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
კაპრალი ოთარ კალმახელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქიმიური ასეულთან ერთად მონაწილეობდა. ოთარ კალმახელიძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გამართულ ბრძოლაში მონაწილე ხუთი გადარჩენილი ჯარისკაციდან ერთ-ერთია. მას მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ და სხვა ჯილდოები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.