ირაკლი სესიაშვილი: „არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია“
19-07-2018, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია“, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და განაგრრძობს: „პირიქით, მე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას - ამ ფონზე ჩვენთვის, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

 


„რაც შეეხება ბატონ დავით ჭიჭინაძეს, ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას. რიგ შემთხვევებში მისი საჯარო განცხადებები სცდებოდა ელემენტარულ შიდაპარტიულ დისციპლინას, რაც ყველას მოგვეთხოვება და ისე ჩანდა, რომ ის ითხოვდა გარიცხვას.

მეც მქონია შემთხვევა, როდესაც საერთო გუნდის იმ მცირე ნაწილში მოვხვედრილვარ, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოსწონებია, თუმცა როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მას შესაძლოა უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონდეს. ბატონი დავითის შემთხვევაში გუნდი დავრჩით საჯარო განცხადბების წინაშე, სადაც ის საუბრობდა იმ თემებზე და ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ მისი სიმართლე იყო ჭეშმარიტება და დანარჩენი გუნდი არასწორ გზაზე იდგა, რაც მიმაჩნია რომ არის არათუ სახიფათო, არამედ სცდება პოლიტიკურ კულტურას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია და არა კონტრრეაქცია.

 


რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი ემოციური ხასიათის შესახებაც ვიცი. ვფიქრობ, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაერთიანებს, ვფიქრობ, გედევანთან ერთად საერთო პოზიციების შეჯერება არ გაგვიჭირდება“, აცხადებს სესიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი