„ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, „ქართულ ოცნებას" ბოდიშს უხდის.
როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი განცხადებები ემოციურ ნიადაგზე იყო გაკეთებული.
„თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ უნდა წავიდე, ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა არის მნიშვნელოვანი, მეც იგივეს ვაპირებ, რომ გავაკეთო და დავით ამ საკითხებზე ვესაუბრო. მგონია, რომ გუნდის შიგნით შეიძლება ვიღაცას რაღაც წყენა ჰქონდეს დათოს მიმართ, ჩემ მიმართ, ჩვენც შეიძლება რაიმე წყენა ერთმანეთის მიმართ გვქონდეს, მაგრამ ამ გუნდს აქვს პოლიტიკური რესურსი იმისა, რომ ეს საკითხები გუნდის შიგნით გახდეს მსჯელობის საგანი.
ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ამ ფრაზის გამო, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ მომიტევონ, ემოციური იყო და ვთხოვ, რომ მათაც გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ეს საკითხი ასე მარტივად ამოწურულად არ ჩაითვალოს, დავილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე პარტიიდან წასვლის პრობლემა არ მაქვს, თუ მასე აყენებს ვიღაც საკითხზე, საუბარი არ არის ამაზე, რომ ჩვენ ამ პარტიაში კერძო ინტერესები გვაერთიანებს, გვაერთიანებს სურვილი, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც მანამდე ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას" „ქართული ოცნების" ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.
ფოფხაძეს პარტიის კრიტიკის გამო, თანაგუნდელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნებიდან" წასვლა ურჩია. ქუცნაშვილის თქმით, თუ ადამიანი იმ გუნდს, რომელშიც არის კომუნისტების გაერთიანებას უწოდებს, ის იმ გუნდში არ უნდა გაჩერდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.