ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია USAID-ის დირექტორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკანორ მელიამ განაცხადა, სტუმარი დაინტერესდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, ისაუბრეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ზოგად ასპექტებზე.
მისივე თქმით, საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შედგა, რომლის წინაშეც დგას დღეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში, ყურადღება დაეთმო ასევე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსაც.
„საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ აინტერესებდათ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან საარჩევნო პროცესში ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება“, განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დადასტურდა მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
„ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მას სჭირდება დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი საერთშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, განაცხადა დეპუტატმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.