ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. ეს გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტზე გაჟღერდა.
ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც საუბარია ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს მოსაზღვრე ქვეყნების გაძლიერების მიზნით ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე.
როგორც განცხადებაში ნათქვამია, ნიდერლანდების სამეფო 1 მილიონ ევროს გამოყოფს ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში და ხელს შეუწყობს საქართველოში, უკრაინაში, იორდანიაში, ტუნისსა და ერაყში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. „აღნიშნული კონტრიბუციით ნიდერლანდების სამეფო ინვესტიციას ახორციელებს ევროპის გარშემო სტაბილურობის შექმნისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის“-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.