საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
"საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 16 ივნისის 18 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
შესაბამის დღის წესრიგზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ისინი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასახვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.