ადიგენის მუნიციპალიტეტში იმერთუბანი-იჯარეთის გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. დასრულებული ინფრასტრუქტრული ღონისძიებები, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა მოინახულეს.

„პროექტის ფარგლებში, იჯარეთი-იმერთუბნის მიმართულებით დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით, გადასასვლელებსა და ეზოს შესასვლელებზე დამონტაჟდა ლითონის ცხაურები, დაიგო ბეტონის კიუვეტი, ასევე მოეწყო სარწყავი წყლის გადამყვანი მილები.
რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 759 089 ლარი დაიხარჯა. შესრულებულ სამუშოებთან დაკავშირებით მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვეს და მერს მადლობა გადაუხადეს", აღნიშნულია ადიგენის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.