წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება
16-06-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე განმარტებით, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის გარდა სტიქიის სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.


"გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გუშინ შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილი ყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები თითოეულ ლოკაციაზე. ამჟამად ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდით და დასუფთავებით სამუშაოებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, ასევე იქ იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.


სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე მძიმე ლოკაცია იყო, სამუშაოები მიმდინარეობს ერთობლივად მერიისა და თავდაცვის სამინისტროს ძალების მეშვეობით. ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები ყიფშიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც სამუშაოებს აწარმოებენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მუშაობა წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზე. დღის ბოლოსთვის ეს გზა იქნება აღდგენილი, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება", - აღნიშნა ჯანელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი