ხაშურის რაიონის სოფელ ალში ჩატარდა ლეგენდარული მოჭიდავის იური იმერლიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების უძლიერესი მოჭიდავეები. შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის დახმარებით მონაწილეობა მიიღო ცაგერის მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა ნაკრებმა.
ჩხუტელელმა ლადიკა კოპალიანმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია ქვედა ცაგერელი ნიკა ქომეთიანის წარმატება 60კგ წონით კატეგორიაში, რომელიც ოთხ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გამარჯვებულს ოქროს მედალი და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრიზი გადასცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტი ულოცავს თავისი რაიონის მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს ამ დიდ გამარჯვებას.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.