თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც „თბილსერვისის“ ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„რუსთავი 2" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის მიზეზი გახდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.