29 ივლისს, მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა 2018“-ის ფარგლებში რეგიონული ფოლკლორული ღონისძიება „ფუძეობა“ გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და წარადგინონ საკუთარი ნაშრომები.
ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე, ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები პრიზებით დაჯილდოვდებიან. ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება სამეწარმეო მარკეტი „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 30 მეწარმე.
დაიდგმება სავაჭრო ფურა, სადაც გაიყიდება ჰოთ-დოგები და ლუდი, მოეწყობა შეჯიბრი ლუდის სმაში. პროექტის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კუთხე, სადაც გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
ფესტივალის ფარგლებში მოხდება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ფესტივალის დასკვნით ეტაპზე CHECK IN GEORGIA - წარმოგიდგენთ გალა-კონცერტს ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.
ფესტივალი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.