ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე მოხდა - მსუბუქი ავტომობილი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომ ორ ქალს შეეჯახა, რომელთაგანაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.