მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში
07-02-2014, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ დასაქმების პროგრამის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვაზე, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგება. საქმის განხილვა უკვე დასასრულს უახლოვდება, მოსამართლემ განაჩენი 21 თებერვლამდე უნდა გამოიტანოს.

 

 

დაცვის მხარე დარმწუნებულია, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება, რადგან ადვოკატების თქმით, ბრალდებამ ვერცერთი რეალური მტკიცებულება ვერ წარადგინა.

 


ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით კი, სასამართლო პროცესის განმავლობაში, პროკურატურის მიერ შეკერილი საქმე დაინგრა.

 


"ჩვენ ნამდვილად ველოდებით გამამართლებელ განაჩენს. ახლა დარჩენილია მხარეთა საბოლოო დასკვნითი სიტყვები. გუშინწინ ჩვენს დაკითხვაზე ბრალმდებლები, უბრალოდ, თავჩახრილები ისხდნენ, აღარ იციან ამ პოლიტიკური საქმიდან როგორ გამოძვრნენ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ"- განაცხადა ჭიაბერიშვილმა.

წინა სხდომაზე ჭიაბერაშვილი და ასევე ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაიკითხნენ.

 

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში აქვთ წარდგენილი, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და სინამდვილეში კი, ისინი წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/36689-merabishvilisa-da-tciaberashvilis-sasamarthlo-proceze-dghes-prokuratura-daskvnithi-sityvith-tsarsdgeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი