საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე. „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა მარკირების შესახებ 2010/30/EU ევროდირექტივის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტისა და 12 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას.
შეხვედრა გახსნა მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. მან ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას კანონმდებლობის შემუშავებაში, რათა პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კომპანიებს თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და გათვალისწინებული იქნას მათი შენიშვნები თუ წინადადებები.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ევროდირექტივის ძირითადი მოთხოვნები და აღსრულების ვადები, 5 სახის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის, მათ შორის კომბინირებული სარეცხი-საშრობი მანქანების, საშრობი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების, ელექტრო ნათურებისა და სანათების ენერგო ეტიკეტირების შესახებ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების პირველადი ვერსიები.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ტექნიკის ენერგო მარკირების თემაზე მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს რეგულაციების ამოქმედებას.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.