ნიუ-იორკში 12 წლის გოგონას და 13 წლის ბიჭს ზვიგენი დაესხა თავს
20-07-2018, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ-იორკში, Long Beach-ზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური წყაროების განცხადებით, ამ რეგიონში ზვიგენის თავდასხმა 70 წელია არ მომხდარა.

 


BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი ოთხშაბათს Fire Island-ის სანაპირო ზოლზე მოხდა. 12 წლის გოგონას და 13 წლის ბიჭს ექიმებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტები სხვადასხვა ადგილას მოხდა.

 

 

 


არასრულწლოვანი ბიჭის ჭრილობიდან კბილი ამოიღეს, რომელიც „დიდ თევზს ეკუთვნოდა“. კბილს ექსპერტიზა უტარდება.

 


ნიუ-იორკის შტატში ზვიგენის თავდასხმები უიშვიათესი მოვლენაა.

 


არასრულწოვანი გოგონას, ლოლა პოლინას განცხადებით, იგი წელამდე იყო შესული წყალში, როდესაც ზვიგენის ფარფლი დაინახა. წყლიდან ამოსვლისას შენიშნა, რომ ფეხი მთლიანად სისხლიანი ქონდა.

 


„ჩემ გვერდით შევნიშნე რაღაცის ჩრდილი და ტკივილიც ვიგრძენი. როდესაც შემოვტრიალდი, ფარფლი დავინახე და იმწამსვე მაშველებისკენ გავიქეცით. მაშველებმა ჭრილობა შემიხვიეს“, განაცხადა 12 წლის ლოლამ.

 


გოგონას თქმით, ზვიგენის ჩრდილი დაახლოებით 1.2 მეტრის სიგრძის იყო.

 


ამ თავდასხმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაშველთა უფროსმა კრეიგ ამარანდომ განაცხადა, რომ „მამაცი ბიჭი“, რომელიც ზვიგენმა დაკბინა, „ძალიან შეშინებული“ იყო.

 


მანვე დაამატა, რომ ბიჭს ჭრილობები მაშინვე შეუხვიეს. თუმცა, ექიმებს შემდგომ ჭრილობის დასამუშავებლად საფენების მოხსნა მოუწიათ.

 


ორივე დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია და მალე გამოჯანმრთელდებიან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი