შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მ.კ.-ს დაკავება, მეზვრიშვილი პასუხობს:
„მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. როგორც კი, საკმარისი სტანდარტი შეგვექმნა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავება არ არის გამორიცხული. სხვა ბრალდებებით დაკავებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდების წარდგენას – სტანდარტი. როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და სტანდარტი შეიქმნა, დაკავება „სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლით მოხდა”, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გუშინ, 19 ივლისს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.