„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 9 პოლიტიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „ორივე განაყოფი - „ნაციონალები“ და ბოკერიას ჯგუფი - მაქსიმუმ 20% მიიღებს, დაბალი აქტივობის პირობებში“.
„სკეპტიკურად ვუყურებ ამ შანსებს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ამომრჩეველი არის ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი. ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი ყველა გაზომვებით - ეს არის, ორივე განაყოფი - „ნაციონალები“ და ბოკერიას ჯგუფი, მაქსიმუმ 20%-ს მიიღებს დაბალი აქტივობის პირობებში. აქტივობა ალბათ, დაბალი იქნება და შესაბამისად, 20% არჩევნების მოსაგებად არ არის საკმარისი და ის, რომ გარედან ნეიტრალური ამომრჩეველი მიიზიდოს, ამას მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ეს ამომრჩეველი არ არის მზად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიბრუნოს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ შედეგების მიღების თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე იყრის კენჭს, თუ რომელიმე სხვა პირი, რადგან „კანდიდატის შედეგები დაახლოებით ერთი და იგივე იქნებოდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.