საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში სუსტი კანდიდატის წარდგენა სურს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტს ელოდებიან, რადგან მასთან დასაპირისპირებლად ღირსეული კანდიდატი უნდა წარადგინონ, აღნიშნა მარგველაშვილმა.
„ახლა ბუნებრივია, ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.